ვანო ნადირაძე

ვანო ნადირაძე

ვანო არის პროექტის მენეჯერი, მენეჯმენტის და პროექტის მართვის კონსულტანტი და ტრენერი 15+ წლიანი გამოცდილებით. იგი არის “PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის”, ააიპ “მართვის აკადემიის” და შპს “ფლომასტერის” თანადამფუძნებელი.

ფლობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროექტის მართვის მაგისტრის ხარისხს, დამთავრებული აქვს Grenoble Graduate School of Business – გრენობლის (საფრანგეთი) ბიზნეს სკოლის MBA – ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, იგი ასევე არის სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი PMP® (პროექტის მართვის პროფესიონალი – pmi.org) და პროფესიონალი ქოუჩი – (Erickson Coaching International). 

ვანო ასწავლის პროექტის მართვასა და ზოგად მენეჯმენტს ფლომასტერში, მართვის აკადემიაში, გრენობლის (საფრანგეთი) ბიზნეს სკოლის MBA პროგრამაზე. ასევე, კონსულტაციას უწევს მოწინავე კომპანიებს განვითარებისა და მართვის მიმართულებით.