როგორ გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა სფეროში?

ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა სფეროში

ხელოვნური ინტელექტი (AI) ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. მას ვხვდებით პირად მობილურ ტელეფონებსა და კომპიუტერულ პროგრამებში, ვიღებთ AI-ზე დაფუძნებულ სერვისებს სამედიცინო დაწესებულებებსა თუ საფინანსო ორგანიზაციებში. ,,ფლომასტერის” გუნდი, რომელიც წლებია ეხმარება პროფესიონალებსა და კომპანიებს განვითარებაში, ამ ცვლილებებს ყოველდღიურად ხედავს.  მეტიც, იმისთვის, რომ ამ გლობალურ ცვლილებებს ფეხი ავუწყოთ და პარტნიორებს კიდევ უფრო ეფექტურად დავეხმაროთ, სპეციალური AI გუნდი შევქმენით, რომლის მთავარი ამოცანა ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგვაა.

სად და როგორ გვიმარტივებს AI ცხოვრებას ყოველდღიურად?

ბიზნესის სფეროში ხელოვნური ინტელექტი კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობას არსებითად ცვლის. ის დიდ ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, დაამუშაონ დიდი მოცულობის მონაცემები და გაცილებით უკეთ დაადგინონ, რა სჭირდება მომხმარებელს კონკრეტულ მომენტში.

მაგალითად, ონლაინ მაღაზიების ალგორითმები მყიდველის ქცევას აკვირდება და სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით სთავაზობს მათ საინტერესო პროდუქტს. ეს არ არის ჩვეულებრივი რეკლამა, არამედ პერსონალიზებული მიდგომაა, რომელიც მომხმარებლის დროს ზოგავს და მას სასურველი ნივთის არჩევას უმარტივებს. ამასთან, მარკეტინგში AI სოციალური ქსელების ტენდენციებსაც აანალიზებს, პოსტების განსათავსებლად საუკეთესო დროს არჩევს და აუდიტორიაზე მორგებული კონტენტის შექმნაშიც იღებს მონაწილეობას.

არანაკლებ მნიშვნელოვანია AI-ს როლი ჯანდაცვის სფეროში, სადაც ალგორითმები ექიმებს დაავადებების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენაში ეხმარება. ამ ტექნოლოგიის დახმარებით გაცილებით სწრაფად და ზუსტად ხდება რენტგენის სურათების დამუშავება, ანალიზების შედეგების ინტერპრეტაცია და პაციენტის ისტორიის დეტალური შესწავლა. 

საფინანსო სექტორში ხელოვნურ ინტელექტს ხშირად რისკების შესაფასებლად იყენებენ. მაგალითად, სესხის დამტკიცების პროცესში ალგორითმს შეუძლია წამებში შეამოწმოს ათასობით პარამეტრი და მომხმარებლის სანდოობა შეაფასოს. 

ამის გარდა, უკვე  თითქმის ყველა მიმართულებით ვხვდებით ჩატ-ბოტებს, რომლებიც მომხმარებლების შეკითხვებს პასუხობენ. აღსანიშნავია, რომ ეს პასუხები წინასწარ არ არის მომზადებული. სისტემა ინფორმაციას დამოუკიდებლად, ყოველი დიალოგის შემდეგ აახლებს. 

განათლების მიმართულებით AI ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შექმნის შესაძლებლობას იძლევა, რაც თითოეულ სტუდენტს საშუალებას აძლევს, მასალა საკუთარი ტემპითა და შესაძლებლობების მიხედვით აითვისოს. ბუნებრივია, ასეთი ტექნოლოგიური ცვლილებების ფონზე, პროფესიული განვითარება და ახალი უნარების ათვისება კიდევ უფრო აქტუალური ხდება, რისთვისაც მრავალი ტრენინგი იქმნება.

მომავლის პროფესიები და AI, როგორც დამხმარე ინსტრუმენტი

პროგნოზების მიხედვით, მომდევნო წლებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კიდევ უფრო გაიზრდება და 2030 წლისთვის, სავარაუდოდ, თითქმის ყველა ინდუსტრიას შეეხება. საინტერესოა მისი განვითარების დინამიკა შემოქმედებით სფეროებშიც, სადაც ალგორითმები უკვე წარმატებით წერს მუსიკას და ხატავენ კიდეც. 

ამ პროცესს, ბუნებრივია, თან სდევს ახალი პროფესიების გაჩენა, როგორებიცაა, მაგალითად, მონაცემთა ანალიტიკოსი ან მანქანური სწავლების სპეციალისტი. ამის პარალელურად, ცვლილებებს განიცდის არსებული პროფესიებიც: მარკეტერები ახალ ციფრულ ინსტრუმენტებს ეუფლებიან, ექიმები – დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდებს, მასწავლებლები კი ონლაინ პლატფორმებთან მუშაობას სწავლობენ. 

ამასთან, ყველაზე მთავარია გავიაზროთ, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ჩასანაცვლებლად არ შექმნილა. ის ჩვენი დამხმარე ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია რუტინული სამუშაოსგან გაგვათავისუფლოს და მეტი დრო დაგვიტოვოს შემოქმედებითი თუ სტრატეგიული ამოცანების შესასრულებლად. ადამიანური ემპათია, კრიტიკული აზროვნება და კონტექსტის სიღრმისეული აღქმა ის უნარებია, რაც ამ ეტაპზე AI-ს არ გააჩნია. სწორედ ამიტომ, მომავალი არა ცალკე აღებულ ადამიანს ან ტექნოლოგიას, არამედ მათ ეფექტურ თანამშრომლობას ეკუთვნის.იმისთვის, რომ ეს გარდაუვალი ტრანსფორმაცია თქვენს კარიერულ უპირატესობად აქციოთ, ,,ფლომასტერის” ხელოვნური ინტელექტის ტრენინგი საუკეთესო საწყისი წერტილია. აქ მიღებული ცოდნით თქვენ არა უბრალოდ დაეუფლებით ახალ ტექნოლოგიებს, არამედ ისწავლით, როგორ გახდეთ კონკურენტუნარიანი AI-ს ეპოქაში.

მსგავსი სტატიები