რატომ არის გუნდისთვის მნიშვნელოვანი კორპორატიული ტრენინგები

რატომ არის გუნდისთვის მნიშვნელოვანი კორპორატიული ტრენინგები

ყველა კომპანიის წარმატება მის თანამშრომლებზეა დამოკიდებული. თუმცა, ეს ცალკეულად გამორჩეული ნიჭისა და კომპეტენციის მქონე კადრების ყოლას არ გულისმობს. ამაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია, საერთო მიზნის მისაღწევად, მათ გუნდურად მუშაობა შეუძლიათ თუ არა. 

ამიტომ, კორპორატიული ტრენინგები დამატებითი ხარჯი არ არის. ამ ინვესტიციით თქვენ, როგორც ხელმძღვანელი, შეკრული გუნდის ჩამოყალიბებას ახერხებთ და იმ საფუძველს ამზადებთ, რომელზეც კომპანიის წარმატება აშენდება. 

რატომ არის გუნდური მუშაობა მნიშვნელოვანი

ჩვენი გამოცდილებით, პროექტები ხშირად იდეების ან კომპეტენციის ნაკლობობის გამო კი არ ფერხდება, არამედ ამის მიზეზი დეპარტამენტებს შორის არაეფექტური კომუნიკაცია ხდება. ეს პროცესი, თავისთავად, კომპანიის შედეგებზე უარყოფითად მოქმედებს. 

ბიზნეს კომუნიკაციასა და გუნდურობის განვითარებაზე ტრენინგის მიზანი კორპორატიული აზროვნების ჩამოყალიბებაა. ამ დროს გუნდის საკომუნიკაციო ენა და პრობლემის გადაჭრის ერთიანი მიდგომა ყალიბდება, რომელიც ყველა თანამშრომელს აერთიაებს და მათ უნარებს ორგანიზაციის მიზნებისაკენ მიმართავს. 

საინტერესოა ისიც, რომ ამ პროცესში გუნდის წევრები ერთმანეთის ძლიერ მხარეების აღმოჩენასა და დაფასებას იწყებენ,  იდეებს უფრო თავისუფლად აზიარებენ და კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდებასაც სწავლობენ. ეს ამცირებს გაუგებრობებს, ზოგავს დროს და ზრდის პროექტის წარმატებით დასრულების ალბათობას.

მართვისა და ლიდერობის როლი გუნდის გაძლიერებაში

ძლიერ გუნდს, ბუნებრივია, ძლიერი ლიდერი სჭირდება. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია მენეჯმენტისა და ლიდერობის განვითარების პროგრამები. ასეთი ტრენინგები მენეჯერებს ასწავლის, როგორ ჩამოაყალიბონ გუნდი და დავალების გამცემებიდან, გუნდის მოტივატორებად იქცნენ. 

მენეჯერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს პროექტის მართვის კომპეტენციაც. ამ ცოდნით ის შეძლებს, გუნდის ენერგია და რესურსები კომპანიის სტრატეგიული მიზნებისკენ მიმართოს, თვალყური ადევნოს პროგრესს და დროულად მოახდინოს რეაგირება გამოწვევებზე.

პროდუქტიულობა, ხარისხი და გაყიდვები

კომპანიის წარმატება ისეთ ფუნდამენტურ მიმართულებებზე დგას, როგორებიცაა, პროდუქტიულობა, ხარისხის მართვა და გაყიდვები. ამ სფეროებში ხელშესახები შედეგის მიღწევა კი პირდაპირ უკავშირდება თანამშრომელთა კომპეტენციებს, მათ პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს. სწორედ გუნდის წევრების განვითარებაზე ზრუნვა ქმნის საფუძველს სტაბილური ზრდისთვის.

სამუშაო პროცესის გასაუმჯობესებლად ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი მიზნობრივი ტრენინგებია, რომლებიც თანამშრომლებს კონკრეტულ და პრაქტიკულ უნარებს აძლევს. მაგალითად, პროგრამები, რომლებიც პროდუქტიულობის თანამედროვე მეთოდების, ხარისხის კონტროლის სტანდარტებისა თუ მოლაპარაკების ტექნიკების შესწავლას ემსახურება, მათ ყოველდღიური ამოცანების უფრო ეფექტურად გადაჭრაში დაეხმარება.

ამის საილუსტრაციოდ, განვიხილოთ გაყიდვების გუნდი. როდესაც მისი წევრები ეუფლებიან მოლაპარაკების თანამედროვე ტექნიკას, ისინი არა მხოლოდ ზრდიან გაყიდვების რიცხვს, არამედ სწავლობენ მომხმარებლის საჭიროებების უკეთესად გაგებას. ეს კი, თავის მხრივ, ქმნის საფუძველს გრძელვადიანი და ლოიალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის, რაც კომპანიისთვის სტაბილური შემოსავლის მომტანია.

რატომ „ფლომასტერი“?

ბაზარი მუდმივად იცვლება, ჩნდება ახალი გამოწვევები და ტექნოლოგიები. ამ ცვლილებებთან ადაპტაციისთვის საკმარისი აღარა არის მხოლოდ კარგი კადრების აყვანა, აუცილებელია მათი მუდმივი პროფესიული ზრდა.

„ფლომასტერი“ კი გთავაზობთ კორპორატიული ტრენინგებს, რომლებიც მიზნად ისახავს თქვენი გუნდის გაძლიერებას. ჩვენი ტრენინგები მოიცავს ყველა იმ კრიტიკულად მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელიც თანამედროვე ბიზნესს სჭირდება: მენეჯმენტი, პროექტის მართვა, გუნდურობის განვითარება, ლიდერობა, ბიზნეს კომუნიკაცია, პროდუქტიულობა, ხარისხის მართვა და გაყიდვებისა და მოლაპარაკებების უნარები.

თუმცა, ჩვენ გვესმის, რომ ყველა კომპანიას აქვს უნიკალური გამოწვევები, რომლებსაც მზა პროგრამა ვერ პასუხობს. მაგალითად, შესაძლოა, თქვენი გაყიდვების გუნდი ტექნიკურად ძლიერია, მაგრამ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება უჭირს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შევქმნით ინდივიდუალურ პროგრამას, რომელიც ფოკუსირებული იქნება არა ზოგადად გაყიდვებზე, არამედ კონკრეტულად ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაზე.

მუდმივად უნდა გახსოვდეთ, რომ თანამშრომლების განვითარება ქმნის სამუშაო გარემოს, სადაც ადამიანები ხედავენ ზრდის პერსპექტივას და თავს კომპანიის მნიშვნელოვან ნაწილად გრძნობენ. ეს კი ამცირებს კადრების გადინებას და აყალიბებს ძლიერ, ლოიალურ გუნდს, რომელიც ერთიანი მიზნის მისაღწევად მუშაობს. „ფლომასტერი“ მზად არის, გახდეს თქვენი სანდო პარტნიორი ამ პროცესში.

მსგავსი სტატიები