90-იან წლებში ჰარვარდში ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანიც იყო, დაედგინათ ადამიანების ცხოვრებაში რამდენად მნიშვნელოვანია მიზნებისა და გეგმების არსებობა.
ჰარვარდის კვლევა: მიზნების ძალა
ჰარვარდის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ჰკითხეს, ჰქონდათ თუ არა მიზნები და გეგმები.
სტუდენტების 84%-მა თქვა, რომ არ ჰქონდათ არც გეგმები და არც მიზნები. მათი ძირითადი პასუხი იყო, რომ ჰარვარდის დასრულების შემდეგ გამოჩნდება სამსახური და ამის მიხედვით დაგეგმავენ კარიერულ ცხოვრებას. განსხვავებით ამ პასიური მიდგომისგან, პროფესიონალები საკუთარ განვითარებას თავად გეგმავენ, რისთვისაც აქტიურად იყენებენ ტრენინგებსა და კურსებს.
13%-მა თქვა, რომ ჰქონდათ მიზნები, მაგრამ დროში გაწერილი გეგმები, თუ როგორ მიეღწიათ ამ მიზნებისთვის – არა.
მხოლოდ 3%-ს ჰქონდა მიზნებიც და კონკრეტული გეგმებიც. იცოდნენ, როდის რა ნაბიჯი უნდა გადაედგათ იმისთვის, რომ მიზნებამდე მიეღწიათ.
კვლევის შედეგები
მიღებული პასუხები 10 წლის განმავლობაში შემოდეს თაროზე. 10 წლის შემდეგ კი მოძებნეს კვლევაში მონაწილე ადამიანები და დააკვირდნენ მათ ცხოვრებას.
აღმოჩნდა, რომ სტუდენტების 13%, რომლებსაც მხოლოდ მიზნები ჰქონდათ დასახული ცხოვრებაში, 2-ჯერ მეტი შემოსავალი ჰქონდათ, ვიდრე დანარჩენ 84%-ს.
სტუდენტების 3%-ს, რომლებსაც მიზნებიც და კონკრეტული, დროში გაწერილი გეგმებიც ჰქონდათ, 10-ჯერ მეტი შემოსავალი ჰქონდათ, ვიდრე დანარჩენ 97%-ს.
ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ მანამდე მსგავსი კვლევა იელის უნივერსიტეტსაც ჰქონდა ჩატარებული და ახლა ისინიც თამამად და ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული მიზნების და ამ მიზნებამდე მიღწევის დროში გაწერილი გეგმის არსებობა.
ოცნებიდან რეალობამდე: გეგმის მნიშვნელობა
არსებობს ცნობილი გამონათქვამი: „მიზანი გეგმის გარეშე მხოლოდ ოცნებაა.“ ნუ გექნებათ ასეთი ოცნებები, კონკრეტული მიზნები დაისახეთ და კონკრეტული სამოქმედო გეგმა იქონიეთ, რომ თქვენს მიზნებს მიაღწიოთ. სწორედ მიზნების ამოცანებად დაშლასა და მათი დროში გაწერის მეთოდოლოგიას მოიცავს პროექტის მართვა.
ირინა მამულაიშვილი
ქეთევან ტყავაძე
