PMCP - პროექტის მართვის ტრენინგი
თუ გსურთ, იყოთ პროექტის მენეჯერი, რომელიც შთააგონებს გუნდს და პროექტების მართვას ახალ, დონეზე აიყვანს, ფლომასტერის 8-კვირიანი კურსი „პროექტის მართვის ტრენინგი“ სწორედ თქვენთვისაა.
კურსის შემდეგ თქვენი პროექტების მართვა შესამჩნევად ეფექტური გახდება, თავად კი – მეტად თავდაჯერებული იქნებით ახალი უნარებისა და კავშირების წყალობით. ეს თქვენს, როგორც პროექტის ლიდერის, კარიერაში ნამდვილად დიდი ნაბიჯი იქნება!
რას მოიცავს პროექტის მართვის პროგრამა
კვირაში ერთი მოდული, რომელშიც შედის ვიდეო ლექციები (Flowmaster LMS სისტემაში), ინდივიდუალური და ჯგუფური პრაქტიკული დავალებები
საერთო ონლაინ სადისკუსიო სივრცე პროგრამის მონაწილეებისათვის შეკითხვების, რჩევების და ქეისების გასაზიარებლად
კვირაში ერთი, დასკვნითი შეხვედრა გამოცდილ ტრენერებთან სავარჯიშოებით, კითხვა-პასუხითა და განხილვებით (4 ფიზიკურ და 4 ონლაინ ფორმატში)
სამ-დონიანი შეფასება აქტივობის მიხედვით და სერტიფიკატი („მოისმინა“, „იმუშავა“, „გამოანათა“)
ძირითადი თემები
- შესავალი პროექტების მართვაში
- პროექტის ინიცირება/წამოწყება
- პროექტის შინაარსის (Scope) მართვა
- პროექტის გეგმა-გრაფიკი
- ბიუჯეტირება და ხარჯების კონტროლი
- ხარისხის კონტროლი და რისკების მართვა
- Agile პროექტების მართვა
- ლიდერობა და გუნდის მართვა
- დაინტერესებულ მხარეთა (Stakeholders) მართვა
- პროექტის მონიტორინგი და შეფასება
კურსის ჩატარების პერიოდი
18 ოქტომბერი – 6 დეკემბერი
დრო
11:00 – 14:00დღე
შაბათიPMCP კურსის ტრენერები
PMCP კურსის ფასი
სრული პაკეტი
- ჩართული იქნებით კურსის ყველა აქტივობაში
- დამატებით ორი შეხვედრა კურსის ხელმძღვანელთან
პრემიუმ პაკეტი
- ჩართული იქნებით კურსის ყველა აქტივობაში
- დამატებით ორი შეხვედრა კურსის ხელმძღვანელთან
იხილეთ ფლომასტერის სხვა ტრენინგები
MCP
მენეჯმენტის ტრენინგი - ჰიბრიდული პროგრამა, რომელიც ავითარებს თქვენს მენეჯერულ და ლიდერულ უნარებს
დეტალურად
ICCP
ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი - პროგრამა, რომელიც თქვენს კომუნიკაციის უნარებს სხვა საფეხურზე აიყვანს
დეტალურად
კორპორატიული ტრენინგები
ტრენინგები ორგანიზაციებისთვის, როგორც ცოცხალ, ისე ონლაინ და ჰიბრიდულ რეჟიმში
დეტალურად