ბევრ მილენიალს ახსოვს ის მომენტი, როდესაც პირველი ხელფასი მიიღო და გადაწყვიტა: “ახლა დავიწყებ დაზოგვას.” შემდეგ წამოეწია სტუდენტური სესხი, გაძვირებული ქირა და ფინანსური კრიზისის შედეგები.
დაზოგვა კვლავ “მომავლის” საქმედ დარჩა.
სინამდვილეში, ფინანსური დამოუკიდებლობა არ ნიშნავს გამდიდრებას. ეს ნიშნავს ისეთი სისტემის შემქნას, სადაც ფინანსურად უსაფრთხოდ იგრძნობ თავს.
ამ ბლოგში „ფლომასტერის“ გუნდი, გაგიზიარებთ კონკრეტულ რჩევებს, როგორ გადადგათ პირველი ნაბიჯები ფინანსური დამოუკიდებლობის მისაღწევად.
რატომ არის მილენიალებისთვის ეს განსაკუთრებით რთული?
მილენიალები შრომის ბაზარზე ყველაზე რთულ მომენტში შევიდნენ. Morning Consult-ის კვლევის მიხედვით, მილენიალების დაახლოებით 20%-ს საერთოდ არ აქვს დანაზოგი, ხოლო მათ, ვისაც აქვს, საშუალო მაჩვენებელი $29,000-ს შეადგენს, რაც X თაობასთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია.
ამას ემატება სტუდენტური სესხები, გაძვირებული საცხოვრებელი და ახლა — ორმაგი ტვირთი: ერთდროულად შვილებისა და მშობლების მოვლა.
სამი კონკრეტული ნაბიჯი, საიდანაც უნდა დაიწყოთ
1. საგანგებო ფონდი
ინვესტიციებამდე, სანამ სხვა ყველაფერზე ვიფიქრებთ, საჭიროა ერთი რამ: 3-6 თვის ხარჯების ექვივალენტი ცალკე ანგარიშზე. საგანგებო ფონდის გარეშე ნებისმიერი გაუთვალისწინებელი ხარჯი (ავადმყოფობა, სამსახურის დაკარგვა და სხვა) დანაზოგს ანგრევს.
2. ავტომატიზაცია
ფინანსური ფსიქოლოგია ცხადყოფს: თუ ფულს ხელფასიდან “ნებაყოფლობით” გადადებ, თვის ბოლოს ჩვეულებრივ არაფერი რჩება. გამოსავალი მარტივია — დაზოგვა ავტომატური უნდა იყოს. ხელფასის 10-15% პირველ დღეს, ხელფასის მიღებისთანავე, გადადის ცალკე ანგარიშზე.
3. ვალი — სტრატეგიულად, არა ემოციურად
ყველა ვალი თანაბარი არ არის. სტუდენტური სესხი დაბალი პროცენტით შეიძლება ნელა დაიფაროს, სანამ სხვა ინვესტიციებს აკეთებ. საკრედიტო ბარათის ვალი კი მაღალი პროცენტის გამო პირველ რიგში უნდა დაიფაროს. განასხვავეთ “კარგი ვალი” “ცუდი ვალისგან” და შესაბამისად იმოქმედეთ.
რა შეგვიძლია ვისწავლოთ Z თაობისგან?
საინტერესო პარადოქსია: Z თაობამ ფინანსური ჩვევები უფრო ადრე ჩამოაყალიბა, ვიდრე მილენიალებმა. მათი 70% 20 წლამდე ასაკშივე იწყებს დაზოგვსა — სავარაუდოდ, მილენიალების გამოცდილების ხილვამ და ციფრული ფინანსური ხელსაწყოების ხელმისაწვდომობამ დიდი როლი ითამაშა.
გაკვეთილი მარტივია: დაწყებისთვის საუკეთესო მომენტი გუშინ იყო, მეორე საუკეთესო — დღეს. გვიანი დაწყება სჯობს საერთოდ არდაწყებას.
გავრცელებული შეცდომები, რომლებიც ფინანსურ თავისუფლებას აფერხებს
• “ინვესტიცია ჩემთვის ძვირია” — დღეს ETF-ებში შეიძლება $10-დანაც კი დაიწყო.
• “პენსია შორს არის” — კომპოზიტური პროცენტი ადრე დაწყებისას ათეული წლის განმავლობაში ექსპონენციალურად იზრდება.
• “ბიუჯეტი ძალიან რთულია” — 50/30/20 წესი (50% საჭიროებები, 30% სურვილები, 20% დანაზოგი) საკმარისი სტრუქტურაა.
