ქეთი ტყავაძე

ქეთი ტყავაძე

ქეთი ფლობს 18 წლიან მენეჯერულ გამოცდილებას და 15 წლიანი პრაქტიკა აქვს ტრენინგებისა და სწავლების სფეროში. ის არის მართვის აკადემიის თავმჯდომარე, ზირაათ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, რისკების კომიტეტის თავმჯდომარე და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. პარალელურად, მუშაობს ბიზნეს კონსულტანტად და უნივერსიტეტებში მენეჯმენტის მოწვეულ ლექტორად. მას აქვს Grenoble Graduate School of Business-ის MBA ხარისხი, PMP® სერტიფიკატი, არის სერტიფიცირებული ქოუჩი (Erickson Coaching International), NLP პრაქტიკოსი (ABNLP) და ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი.