ერთდღიანი ვორქშოფი თუ გრძელვადიანი კურსი — რომელი სჭირდება თქვენს კომპანიას

ვორქშოფი თუ ტრენინგი?

კომპანიის განვითარებაზე ზრუნვა გუნდის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლებით იწყება. თუმცა, როდესაც როცა საქმე ტრენინგის ფორმატის არჩევას ეხება, ბევრი ლიდერი რთული არჩევანის წინაშე დგება და ისინი გვისვამენ შეკითხვას: ერთდღიანი ვორქშოფი დავგეგმოთ თუ გრძელვადიან კურსში ჩავდოთ ინვესტიცია? ,,ფლომასტერის” გამოცდილებით, გადაწყვეტილება მთლიანად დამოკიდებულია კომპანიის მიზნებზე, საჭიროებებსა და იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც გუნდი დგას.   

როდის გჭირდებათ ვორქშოფი და როდის — კურსი

ვორქშოფი კონკრეტული პრობლემის გადაჭრაზეა ორიენტირებული და შედეგს მყისიერად იძლევა. მაგალითად, თუ გუნდმა ახალი პროგრამა უნდა აითვისოს, ერთდღიანი ინტენსიური სწავლებით ეს მიღწევადი მიზანია. 

ამრიგად, ასეთი ფორმატი განსაკუთრებით ეფექტურია, როცა:

  • დრო შეზღუდულია და შედეგი სასწრაფოდ გჭირდებათ;
  • საჭიროა კონკრეტული, პრაქტიკული უნარის სწრაფად განვითარება;
  • ბიუჯეტი შეზღუდულია.

გრძელვადიანი კურსი ფუნდამენტური ცოდნის გადაცემასა და კომპლექსური უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. მაგალითად, კომპანიას თუ ლიდერების ახალი თაობის აღზრდა, ახალი დეპარტამენტის ჩამოყალიბება ან ორგანიზაციული კულტურის ცვლილება სურს, ამ შემთხვევაში სწრაფი და ზედაპირული სწავლებები შედეგს ვერ მოიტანს. ამგვარი ცვლილებები გუნდის წევრების ქცევის ცვლილებას საჭიროებს, ამიტომ მათთან ხანგრძლივი მუშაობაა საჭირო. 

კურსი თქვენი გუნდისთვისაა, თუ:

  • კომპლექსური უნარების განვითარების საჭიროებას ხედავთ;
  • ქცევის შეცვლა გსურთ;
  • კადრებს ახალი პოზიციებისთვის ამზადებთ;
  • ორგანიზაციული კულტურის ცვლილებას ან ახალი სისტემების დანერგვას ცდილობთ.

თაობათა ცვლილება და ახალი რეალობა

სწავლების ფორმატის შერჩევისას თანამედროვე რეალობის გათვალისწინებაც აუცილებელია. ახალგაზრდა თაობას, რომელიც ციფრულ სამყაროში გაიზარდა, სწავლის განსხვავებული სტილი და მოლოდინები აქვს. მათთვის რვასაათიანი ლექციების მოსმენაზე ბევრად საინტერესო ინტერაქტიური პროცესია. ისინი მცირე ინფორმაციის მიღებას და ამ ცოდნის პრაქტიკაში დაუყოვნებლივ გამოყენებას ანიჭებენ უპირატესობას. 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ თანამედროვე კომპანიები თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას აძლევენ. ამ მიმართულებით გამოწვევები ჩნდება — რთულია სრულდღიანი ვორქშოფის ორგანიზება, როცა გუნდის ნაწილი ოფისიდან არ მუშაობს და ზოგიერთი საერთოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთაა. 

ამ გამოწვევების საპასუხოდ, ბევრი კომპანია შერეულ, ანუ ჰიბრიდულ მოდელებს ირჩევს. მაგალითად, Microsoft-მა გრძელვადიანი კურსები დაშალა მოდულებად: თეორიის ასათვისებლად თანამშრომლები ვიდეოგაკვეთილებს გადიან, პრაქტიკული უნარების გასავითარებლად ვირტუალურ ვორქშოფებში ერთვებიან, გუნდური მუშაობისთვის კი ოფისში იკრიბებიან.

ასეთ მოქნილ და ეფექტურ მოდელს ეფუძნება ,,ფლომასტერის” LMS პლატფორმაც, სადაც სასწავლო მასალის მიწოდების ფორმატი 5-7 წუთიანი ვიდეოებია, რასაც ემატება ინტერაქტიული ქვიზები და პრაქტიკული დავალებები. ამ მიდგომამ საგრძნობლად გაზარდა სწავლების პროცესში ჩართულობა და, ამავე დროს, შეამცირა დანახარჯები.   

რა არის სწორი არჩევანი თქვენი კომპანიისთვის

საბოლოოდ, არჩევანის გაკეთება ვორქშოფსა და კურსს შორის მცდარი დილემაა. თანამედროვე კომპანიას ორივე ფორმატი სჭირდება, ოღონდ სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა მიზნისთვის. 

ვორქშოფი ეხმარება კომპანიას, სწრაფად გადაჭრას დღევანდელი პრობლემები, კურსი კი უქმნის მას იმ ფუნდამენტურ შესაძლებლობებს, რომლებიც ხვალინდელ გამოწვევებთან გასამკლავებლად არის საჭირო. 

ამიტომ, მთავარი კითხვა არის არა „რომელი ავირჩიოთ“, არამედ „როგორ გავაერთიანოთ ორივე ფორმატის ძლიერი მხარეები ისე, რომ ჩვენი კომპანიის ზრდას შევუწყოთ ხელი“. ორგანიზაციები, რომლებიც ამ ბალანსის პოვნას ახერხებენ, არა მხოლოდ აწმყოში არიან წარმატებულები, ისინი მომავალი განვითარებისთვისაც იქმნიან მყარ საფუძველს. 

თუ გსურთ, შექმნათ ეფექტური სასწავლო სტრატეგია და კომპანიის საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები შეარჩიოთ, დაგვიკავშირდით. ,,ფლომასტერის” გუნდი დაგეხმარეთ სწორი ბალანსის პოვნაში, რადგან ჩვენ ვიცით,  როგორ შევარჩიოთ ფორმატი, რომელიც თქვენს კონკრეტულ საჭიროებებს უპასუხებს.

მსგავსი სტატიები