ICCP - ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი
აქციე ეფექტური კომუნიკაცია წარმატების იარაღად!
“ფლომასტერი” გთავაზობთ 8-კვირიან ინტენსიურ პროგრამას “ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი (ICCP)”, სადაც თეორიული ცოდნა გარდაიქმნება პრაქტიკულ, შედეგებზე ორიენტირებულ უნარებად.
გამოცდილ ტრენერებთან ერთად დაეუფლე დარწმუნების, მოლაპარაკებისა და ეფექტური კომუნიკაციის ხელოვნებას. გააფართოვე შენი პროფესიული ჰორიზონტი, აითვისე თანამედროვე მიდგომები და განავითარე უნარები, რომლებიც კარიერულ წინსვლას მოგიტანს.
რას მოიცავს ეფექტური კომუნიკაციის პროგრამა
კვირაში ერთი მოდული, რომელშიც შედის ვიდეო ლექციები (Flowmaster LMS სისტემაში), ინდივიდუალური და ჯგუფური პრაქტიკული დავალებები
საერთო ონლაინ სადისკუსიო სივრცე პროგრამის მონაწილეებისათვის შეკითხვების, რჩევების და ქეისების გასაზიარებლად
კვირაში ერთი, დასკვნითი შეხვედრა გამოცდილ ტრენერებთან სავარჯიშოებით, კითხვა-პასუხითა და განხილვებით (5 ფიზიკურ და 3 ონლაინ ფორმატში)
სამ-დონიანი შეფასება აქტივობის მიხედვით და სერტიფიკატი („მოისმინა“, „იმუშავა“, „გამოანათა“)
ძირითადი თემები
გავლენა
- გავლენის გააზრება: როგორ მუშაობს და რა სახის შეიძლება იყოს გავლენა
- ნდობისა და ავტორიტეტის, როგორც გავლენის საფუძვლების ჩამოყალიბება.
- ემოციური ინტელექტი: საკუთარ თავში და სხვებში ემოციების ამოცნობა და მართვა.
- ძალაუფლების დინამიკა: ძალაუფლების სტრუქტურების იდენტიფიცირება და გამოყენება პროფესიულ გარემოში.
- სამართლიანი ურთიერთგაცვლის პრინციპის გამოყენება.
- აღქმული ავტორიტეტის ჩამოყალიბება და გამოყენება.
- თანმიმდევრულობა და დანაპირების შესრულება: სასურველი ქმედებისკენ მიმავალი ვალდებულებების წახალისება.
- სოციალური მტკიცებულება და კონსენსუსი: სოციალური ზემოქმედების ეფექტური გამოყენება.
- იშვიათობის და მაღალი ღირებულების შეგრძნების შექმნა.
დარწმუნება
- დარწმუნების პრინციპები: ძირითადი ცნებები და ფსიქოლოგიური პრინციპები.
- ამბების თხრობის ტექნიკა: დამაჯერებელი ნარატივების შექმნა დარწმუნებისთვის.
- ფორმულირება და რეფორმულირება: ინფორმაციის წარდგენა აღქმაზე გავლენის მოსახდენად.
- დამაჯერებელი ენა: მამოტივირებელი და დამარწმუნებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენება.
- არავერბალური კომუნიკაცია: სხეულის ენა, თვალის კონტაქტი და სხვა არავერბალური ელემენტები.
- წინააღმდეგობების დაძლევა: პრობლემების განხილვისა და გადაჭრის ტექნიკა.
- ურთიერთობის (რაპორტის) დამყარება: კავშირების დამყარება და მოწონება (likability).
- კითხვების ძალა: საუბრის წარმართვა სწორი კითხვების დასმით.
- ეთიკური დარწმუნება: დარწმუნების გამოყენება პასუხისმგებლობით და ეთიკურად.
მოლაპარაკება
- მოლაპარაკების საფუძვლები: ძირითადი პრინციპები და სახეები.
- მომზადება და დაგეგმვა: მიზნების დასახვა, ინტერესების გააზრება და სტრატეგიების დაგეგმვა.
- BATNA (შეთანხმების საუკეთესო ალტერნატივა): ალტერნატივების იდენტიფიცირება და გამოყენება.
- მოლაპარაკების ეტაპები: საწყისი კონტაქტიდან შეთანხმებამდე და დახურვამდე.
- მოლაპარაკების სტილები და ტაქტიკა: კონკურენტული და თანამშრომლობითი მიდგომები.
- აქტიური მოსმენის უნარები: მოსმენის დონეები, გააზრება და ეფექტური პასუხი.
- ღირებულების შექმნა: “ნამცხვრის გაზრდა” გაყოფამდე.
- კონფლიქტის მართვა: დავების და ჩიხების მოგვარების ტექნიკა.
- გარიგების დახურვა: შეთანხმების უზრუნველყოფა და ურთიერთვალდებულების დაფიქსირება.
კურსის ჩატარების პერიოდი
19 ნოემბერი – 4 თებერვალი
დრო
19:00 – 22:00
დღე
ოთხშაბათი
ICCP კურსის ტრენერები
ICCP კურსის ფასი
სრული პაკეტი
- ჩართული იქნებით კურსის ყველა აქტივობაში
- დამატებით სამი შეხვედრა კურსის ხელმძღვანელთან
პრემიუმ პაკეტი
- ჩართული იქნებით კურსის ყველა აქტივობაში
- დამატებით სამი შეხვედრა კურსის ხელმძღვანელთან
იხილეთ ფლომასტერის სხვა ტრენინგები
MCP
მენეჯმენტის ტრენინგი - ჰიბრიდული პროგრამა, რომელიც ავითარებს თქვენს მენეჯერულ და ლიდერულ უნარებს
დეტალურად
PMCP
პროექტის მართვის ტრენინგი - პროგრამა, რომელიც გასწავლით პროექტების მართვას თანამედროვე მეთოდებით
დეტალურად
კორპორატიული ტრენინგები
ტრენინგები ორგანიზაციებისთვის, როგორც ცოცხალ, ისე ონლაინ და ჰიბრიდულ რეჟიმში
დეტალურად