ტრენინგები პირადი და პროფესიული განვითარებისთვის

აღმოაჩინეთ ფლომასტერის ტრენინგები და გააძლიერეთ თქვენი პროფესიული შესაძლებლობები

ფლომასტერის ტრენინგები

რატომ არის ფლომასტერი საუკეთესო?

2018 წელს დაფუძნებული “ფლომასტერი” დღეს ქართული ბაზრის ლიდერია ინოვაციური სასწავლო პროგრამებით.

პანდემიის პერიოდში ჩვენ შევქმენით ჰიბრიდული ტრენინგების უნიკალური მოდელი, რომელმაც ახალი სტანდარტი დაამკვიდრა პროფესიული განვითარების სფეროში.

წლიანი გამოცდილება ტრენინგებში

0 +

ნახვა

0 M+

კომპანიასთან თანამშრომლობა

0 +

ფლომასტერის გუნდი

როგორ აფასებენ ფლომასტერის ტრენინგებს

ბლოგები განვითარებისთვის

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები

ხშირად დასმული კითხვები

რატომ არის საჭირო ტრენინგი კვალიფიკაციის ასამაღლებლად?

დღევანდელ სწრაფად ცვლად ბიზნეს გარემოში მუდმივი განვითარება აუცილებლობაა, არა არჩევანი. კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი კი აუცილებელია მუდმივად ცვალებად სამუშაო გარემოში კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად და კარიერული წინსვლისთვის, სწორედ ამიტომ რამდენად საჭიროა ტრენინგი, ამაზე პასუხი ცალსახაა – ის აუცილებელია.

ფლომასტერთან ერთად თქვენ მიიღებთ:

მოქნილ სასწავლო ფორმატს – ჰიბრიდული და ონლაინ ტრენინგები, რომლებიც თქვენს განრიგს მოერგება

უფასო საგანმანათლებლო რესურსებს – უამრავი უფასო სასარგებლო ვიდეო YouTube-ზე

პრაქტიკულ შედეგებს – არა მხოლოდ თეორია, არამედ კონკრეტული უნარები კარიერული განვითარებისთვის

ინოვაციურ პროგრამებს – ყველაზე თანამედროვე მეთოდები და მიდგომები

ფლომასტერი – ეს არის ინვესტიცია თქვენი პირადი და კარიერული ზრდისთვის.

ჩვენი მისიაა დავაკავშიროთ ნიჭი შესაძლებლობასთან. ვეხმარებით პროფესიონალებს განავითარონ უნარები და მიაღწიონ კარიერულ მიზნებს, ხოლო დამსაქმებლებს – იპოვონ და განავითარონ შესაბამისი კადრები.

2018 წლიდან ვქმნით ინოვაციურ განათლების გარემოს, სადაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იღებს ცოდნას ჩვენი YouTube სასწავლებლიდან, ჰიბრიდული ტრენინგებისა და სპეციალიზებული პროგრამების მეშვეობით. 

ხარისხი ჩვენი ძირითადი ღირებულებაა. ყველა ტრენინგი, ქოუჩინგი და ვიდეო გაკვეთილი იქმნება მაღალი სტანდარტებით:

გამოცდილი ექსპერტები – ჩვენთან მუშაობენ პროფესიონალები, რომლებსაც რეალური 15+ წლიანი გამოცდილება აქვთ ტრენინგებში.

შედეგები – 2018 წლიდან 2 მილიონზე მეტი ,,გაკვეთილი” ჩატარდა, რაც ჩვენი მეთოდოლოგიის ეფექტურობას ადასტურებს

მუდმივი განახლება – პროგრამები რეგულარულად ახლდება ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად

პრაქტიკული მიდგომა – ყველა კურსი მოიცავს რეალურ სიტუაციებზე დაფუძნებულ სავარჯიშოებს 

უკუკავშირი და მხარდაჭერა – მონაწილეები იღებენ ინდივიდუალურ თემატურ კონსულტაციებსა და მუდმივ მხარდაჭერას

ფლომასტერი გთავაზობთ მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებს სხვადასხვა საჭიროებისთვის:

  • მენეჯერის ქოუჩი
  • პროექტის მენეჯერის ქოუჩი
  • გავლენიანი კომუნიკაციის ქოუჩი
  • კორპორატიული ტრენინგები
  • ვორქშოფები
  • ტრენინგ-სტაჟირების პროგრამა
“ფლომასტერი” ასევე ქმნის საგანმანათლებლო კონტენტს, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის. გარკვეულწილად, ამ ვიდეოების დაფინანსება ტრენინგების მონაწილეებისგან მოდის. მოდელი ჰგავს სტიპენდიის სისტემას — “სტუდენტი” განათლებას იღებს “ფლომასტერის” სასწავლებელში. ეს კი კონკრეტული კომპანიის დაფინანსებით ხდება.
 

შემეცნებითი ვიდეოები განთავსებულია „ფლომასტერის“ YouTube არხზე და სოციალურ მედიაში. რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებლები ავტომატურად წევრიანდებიან სასწავლებელში და ყოველთვიურად იღებენ სტრუქტურირებულ მასალებს იმეილით. 

ვიდეოები მოიცავს თემებს, როგორიცაა ლიდერობა, კარიერული განვითარება, პროდუქტიულობა, სტრესი, Gen Z, გუნდებისა და პროექტების მართვა, PMP სერტიფიცირება, თვითშეფასება და სხვა. ხუთი წლის განმავლობაში YouTube არხმა 2 მილიონზე მეტი ნახვა და 40 ათასამდე გამომწერი დააგროვა, რაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანს აწვდის განათლებას. ეს„ფლომასტერის“ გუნდისთვის დიდი მოტივაციაა

ჩვენი ჰიბრიდული ტრენინგები არის მოქნილი ფორმატით, რომელიც აერთიანებს ონლაინ ტრენინგებსა და ფიზიკურ შეხვედრებს. ეს მიდგომა უზრუნველყოფს სწავლების მაქსიმალურ ადაპტირებას თქვენს საჭიროებებზე და გთავაზობთ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ უნარებს.

ჩვენ ვთავაზობთ სამთვიან სტაჟირების პროგრამას II კურსის სტუდენტებისთვის. ტრენინგ-სტაჟირების პროგრამა აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც მონაწილეებს ეხმარებათ რეალურ სამუშაო გარემოში გამოიყენონ მიღებული უნარები.

ფლომასტერის ტრენინგები განკუთვნილია:

  • იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია პირადი და პროფესიული წარმატებით
  • კორპორაციებისთვის, რომლებიც იზრუნებენ თანამშრომელთა განვითარებაზე
  • სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვის